fbpx
საბერძნეთი

ხვალ, სამშაბათს, განსაკუთრებით სახიფათო დღე ხანძრების თვალსაზრისით – სამინისტროს გაფრთხილება

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გაფრთხილებას ავრცელებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე მე-7 დღეა იწვის, არსებობს რეგიონები, სადაც ხვალ, 10 აგვისტოს, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი არსებობს და მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ჩრდილოეთ ეგეოსი (იკარია, სამოს)
  • სამხრეთ ეგეოსი (როდოს, კარპათოს, კოს, კალიმნოს)
  • კრეტა (განსაკუთრებით ლასითი და ირაკლიო)
  • იონიის კუნძულები (კეფალონია, ზაკინთოს, ითაკა)
  • დასავლეთ საბერძნეთი (ახაია, ილიას)

მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს ყველანაირი საქმიანობისგან, რომელმაც შესაძლოა ცეცხლის გაჩენა გამოიწვიოს.

 

onalem

ტესტ