fbpx
საზოგადოება

Χρονια Πολλα – დესპინა ვანდი 50 წლის გახდა!

პოპულარული მომღერალი, დესპინა ვანდი, 1969 წლის 22 ივლისს გერმანიაში, შტუტგარდთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ ის გუშინ 50 წლის გახდა. დიახ, ძალიან რთულია მისი გარეგნობიდან გამომდინარე ამის დაჯერება, მაგრამ მომღერალმა უკვე ნახევარი საუკუნე დახურა.

მისი ოჯახი საბერძნეთში, კერძოდ კავალაში მაშინ დაბრუნდა, როცა ის სულ 6 წლის იყო. ამის შემდეგ 1990-იან წლებში ისინი ათენში დაფუძნდნენ და სწორედ აქედან იწყება ვანდის კარიერაც, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი დესპინა მალეაა.

1994 წელს ყველასთვის უკვე საყვარელმა მომღერალმა გამოუშვა ალბომი “Γελα Μου”, ხოლო 1996 წელს “΅Εσενα Περιμενω”. მესამე ალბომის პრემიერა 1997 წელს შედგა, ხოლო მისმა წარმატებამ პიკს 1999 წელს მიაღწია.

Heaven Music-ის ინფორმაციით, ვანდის მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული მთელი საბერძნეთის მასშტაბით და მან მალევე მოიპვა ბერძნული მუსიკის “დედოფლის” ტიტული.

წლების მანძილზე იყო არაერთი კონკურსის ჟიურის წევრი და მენტორი.

დესპინას უფროსი და-ძმა ჰყავს. ბავშვობაში არასოდეს უოცნებია, რომ გამხდარიყო მომღერალი და ფსიქოლოგიას სწავლობდა. თუმცა, როდესაც ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგა, ვანდი იყენებდა სახელს “ელი მარა”, შემდეგ კი “ვანდით” შეცვალა.

ვანდი დაქორწინებულია სოკერის საერთაშორისო ყოფილ მოთამაშეზე, დემის ნიკოლაიდისზე და მათ ორი შვილი ჰყავთ, გოგონა, მელინა, რომელიც 2004 წელს დაიბადა და ვაჟი, გიორგო, რომელიც მომღერალს 2007 წელს შეეძინა.

 

 

View this post on Instagram

 

@xfactorgreece! Backstage shooting! @georgekalfamanolis @nakopoulouvaso @bouloubasisv @_e_llena @mirodesigners @vourakisjewels

A post shared by Despina Vandi (@desp1navandi) on

onalem

ტესტ