fbpx
კრიმინალი

ხანძრის გაჩენის მცდელობა ათენის ცენტრში – დაკავებულია 38 წლის მამაკაცი

ბერძნული მედია დაკავების კიდევ ერთი ფაქტის შესახებ იუწყება, რომელიც ცეცხლის გაჩენის მცდელობას უკავშირდება. საუბარია 38 წლის მამაკაცზე, რომელიც ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ პოლიციამ ის გიზიში, ფინოპულუს პარკში დააკავა და აღმოუჩინეს სანთებელა, სიგარეტის აშკარად დამწვარი კოლოფი და ერთ-ერთი ხის ქვეშ ნახეს ქაღალდის ხელსახოცებიც. ამას გარდა, ატარებდა ზურგჩანთას, რომელშიც კიდევ ჰქონდა ისეთი ნივთები, რაც ადასტურებს, რომ ხანძრის გაჩენას გეგმავდა.

38 წლის მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მედია ასევე იუწყება, რომ პოლიციამ პეტრუპოლშიც დააკავა მამაკაცი, 47 წლის, რომელმაც ცეცხლის გაჩენა აგიოს დიმიტრიოსა და პეტრუპოლის პარკებში სცადა.

 

onalem

ტესტ