fbpx
საბერძნეთი

გერმანია საბერძნეთის გვერდით – 219 გერმანელი მეხანძრე დასახმარებლად მოემართება

საბერძნეთს სოლიდარობა გერმანიამაც გამოუცხადა. გავრცელებლი ინფორმაციით, ამ წუთისთვის 219 გერმანელი მეხანძრე მოემართება დასახმარებლად და ისინი სავარაუდოდ, ატიკაში, ევიასა და ილიასში განაწილდებიან.

საბერძნეთმა გერმანიას დახმარება სთხოვა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

“საბერძნეთში არსებულ ხანძრებს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მოხარულები ვართ, რომ დახმარებას ვაგზავნით და ვიმედოვნებთ, რომ უკან უვნებლები დაბრუნდებიან. უცნობია, რამდენი ხნით დარჩებიან ისინი საბერძნეთში, მაგრამ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მათ ძალებს არ აღემატება,” ნათქვამია გერმანული მხარის განცხადებაში.

 

onalem

ტესტ