fbpx
კრიმინალი

უცხოელი მამაკაცი საბერძნეთის საზღვარზე გადმოსვლის დროს დააკავეს

საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 51 წლის მოქალაქე დააკავა. ის ქვეყანაში შემოსვლას ცდილობდა და როგორც აღმოჩნდა, გაცემული იყო მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სლოვაკეთის მოქალაქეა, სადაც მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა, შემდეგ კი ქვეყანა დატოვა და საბერძნეთისთვის აპირებდა თავის შეფარებას, პოლიციისგან გასაქცევად.

მისდა სამწუხაროდ, მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ბერძნულმა პოლიციამ მაშინვე მოახდინა მისი იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ის მაკედონიის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც მისი ექსტრადაციის საკითხი განიხილება.

onalem

ტესტ