fbpx
კრიმინალი

უპრეცენდენტო შემთხვევა პელაში: ბერძენი მამაკაცი ცოლ-შვილს ფარული კამერით უღებდა და ვიდეოებს ყიდდა

პელას ადგილობრივი საზოგადოება შეძრა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც სკიდრას მკვიდრი მამაკაცი საკუთარი ცოლ-შვილის ვიდეოებს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებზე ყიდდა.

ირკვევა, რომ მამაკაცს ფარული კამერები ჰქონდა დამონტაჟებული რამდენიმე ადგილას, მათ შორის საპირფარეშოში და კადრებზე აფიქსირებდა თავის ცოლსა და არასრულწლოვან შვილებს.

არსებული ინფორმაციით, შემდეგ ის ვიდეოებს ყიდდა ან ონლაინ რეჟიმში, თანხის გადარიცხვის საშუალებით ან მიდიოდა და პირადად ხვდებოდა დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც მასალას აძლევდა.

ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ მამაკაცი არ დააპატიმრეს, რადგან დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროა გასული. თუმცა, პოლიციას დანაშაულის შესახებ, სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ აცნობა, რომელმაც ფაქტები აღმოაჩინა.

ასევე უცნობია, ამოღებულია თუარა ვიდეო მასალა მამაკაცის სახლიდან.

onalem

ტესტ