fbpx
საზოგადოება

ციკლონი დასავლეთ საბერძნეთს უახლოვდება – საგანგებო შეხვედრა სამოქალაქო დაცვის სამინისტროში

გავრცელებული ინფორმაციით, ხმელთაშუაზღვიური ციკლონი დასავლეთ საბერძნეთს უახლოვდება და ამ ეტაპისთვის არის სიცილიის რეგიონსა და პელოპონისოს შორის, საზღვაო ტერიტორიაზე.

meteo.gr-ის ინფორმაციით, ციკლონი გადაადგილდება იონიის ზღვის კუნძულების მიმართულებით და პელოპონისოს ჩრდილო-დასავლეთით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ტრაექტორიის ზუსტად დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა, არსებული პროგნოზით, სამხრეთით აიღებს გეზს.

ფენომენი გამოიწვევს დიდი რაოდენობით ნალექს, სავარაუდოდ, 200 ტონამდე წვიმის მოსვლას და მოსალოდნელია 11 ბალიანი ქარი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს სამოქალაქო დაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს, რომლებიც ნიკოს ხარდალიასმა გასცა.

ტერიტორიები, რომლებიც შეიცავს დიდ საფრთხეს, არის შემდეგი: ზაკინთოსი, კეფალონია, ილიასი, მესინია, არკადია, არგოლიდა. ამრიგად, ფენომენი გამორჩეულად ძლიერი იქნება იონიის ზღვის კუნძულებზე და პელოპონისოში, ილიასის, ითაკის, არგოლიდა-კორინთიას ტერიტორიებზე დღეიდან.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ციკლონი ხვალ, პარასკევს გააქტიურდება, ხოლო კიკლადესის კუნძულებამდე შაბათს მიაღწევს.

მინისტრის მოადგილემ გასცა სამი რეკომენდაცია:

  •  ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დატბორილა წარსულში, ნუ დარჩებით მიწისქვეშ მდებარე საცხოვრებლებში და დროებით მიმართეთ ნათესავებს ან მეგობრებს.
  • მოერიდეთ ყველანაირი სახის გადაადგილებას და ნიაღვრის შემთხვევაში, ადით სახლის ყველაზე მაღალ წერტილში.
  • არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ იმ გზებისა თუ ადგილების გადაკვეთა, რომელიც დატბორილია, არც ფეხით და არც რაიმე სახის მანქანით.

onalem

ტესტ