fbpx
საზოგადოება

უკანონოდ დასაქმებული ემიგრანტი ბიჭი სახურავიდან გადავარდა, როცა კონტროლიორების შემოწმებას გაურბოდა

გავრცელებული ინფორმაციით, პატრაში 22 წლის ემიგრანტი ბიჭი გარდაიცვალა, როდესაც სამსახურში ΕΦΚΑ-ს კონტროლს გაურბოდა.

ტრაგედია ინდუსტრიულ ზონაში მოხდა, სადაც პაკისტანელი ახალგაზრდა არაოფიციალურად, უკანონოდ იყო დასაქმებული. როდესაც ქარხანაში ΕΦΚΑ-ს წარმომადგენლები შესამოწმებლად მივიდნენ, პაკისტანელმა ბიჭმა მათგან თავის დაღწევა სცადა და სახურავზე აძვრა. სამწუხაროდ, იქიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მას თავის არეში ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიყენებული, რის გამოც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულ დაწესებულებაში სხვა პაკისტანელებიც გაფორმების გარეშე მუშაობდნენ, ხოლო ქარხნის დირექტორის ადვოკატის თქმით, ახალგაზრდამ სრულიად სხვა ΑΜΚΑ და მონაცემები წარადგინა, რომელთა სისტემაში გატარების შედეგადაც ისე ჩანდა, რომ დაზღვეული იყო.

აღნიშნავია, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქარხანა მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის ცნობებით, ეს ყველაფერი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

onalem

ტესტ