fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაზოგადოება

თვითმფრინავში, რომელიც დღეს დილით ჩამოვარდა, ბერძენი მამაკაცი არ აუშვეს

კადრები, რომლებიც დღეს დილით ეთიოპიაში მომხდარი შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება, შემზარავია. ბოინგ 737 ΜΑΧ-მა კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი 157 ადამიანიდან არცერთი არ გადარჩენილა.

ეთიოპიაში საბერძნეთის ელჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამავე თვითმფრინავის ბორტზე უნდა ყოფილიყო ბერძენი მამაკაციც, რომელიც საეჭვო პირად მიიჩნიეს და ხომალდზე არ აუშვეს. ბერძენი, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა.

ანტონის მავროპულოსი ძალიან იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდა. ის ბერძნულ ტელეკომპანიასთან საუბრობს, რომ აეროპორტში კონტროლი ვერ გაიარა და მას შემდეგ, რაც “საეჭვო” პირად მიიჩნიეს, რეისიდან მოიხსნა.

ეს ეთიოპიის ავიაციის ისტორიაში უდიდესი კატასტროფაა. გარდაცვლილია 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი.

onalem

ტესტ