fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: გზაზე ასფალტი დააგეს და ის ნაწილი გამოტოვეს, სადაც მანქანა იყო გაჩერებული

თესალონიკში, კერძოდ, კორდელიო-ევოსმოს მუნიციპალიტეტში გზის დაგების სამუშაოები არც თუ ისე წარმატებით განხორციელდა.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა კონკრეტულ ქუჩაზე ახალი ასფალტი დააგო, მაგრამ გამოტოვა ერთი ნაწილი, სადაც ავტომობილი იყო გაჩერებული.

როგორც ირკვევა, სამუშაოების დაწყებამდე გააკრეს შესაბამისი შეტყობინება, რომ მანქანები სხვაგან დაეყენებინათ და ყველა მძღოლი დაემორჩილა აღნიშნულ მოთხოვნას, გარდა ამ კონკრეტული მანქანის მძღოლისა.

ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვინაიდან გზაზე ეს მანქანა იხილეს, წესითა და რიგით, მუნიციპალიტეტს საერთოდ არ უნდა დაეწყო სამუშაოები.

onalem

ტესტ