fbpx
საბერძნეთი

“ფანჯრიდან საბრძოლო ხომალდებს ვხედავდით, ინტერნეტი გაგვითიშეს, რომ არაფერი წაგვეკითხა” – რას ამბობენ Emirates-ის ხომალდის მგზავრები

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ათენიდან ნიუ იორკის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი უკან, ათენში დაბრუნდა და ეს ყველაფერი საბერძნეთის საჰაერო ძალების საბრძოლო ხომალდების თანხლებით მოხდა. საბოლოო ჯამში, როგორც ირკვევა, კონტროლის შედეგად ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს, თუმცა, მგზავრები ჰყვებიან იმ გამოცდილების შედეგად, რომელიც მათთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავის 228 მგზავრს საგანგებო ბრძანების მიღების შემდეგ ინტერნეტი გაუთიშეს, რომ არ წაეკითხათ, თუ რა იწერებოდა მედიის მიერ კონკრეტული რეისის შესახებ. ზოგადად, ეს პროცესი განხორციელდა იმის გამო, რომ არსებობდა ინფორმაცია საეჭვო პირის შესახებ, რომელიც ბორტზე ყალბი დოკუმენტებით იმყოფებოდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ცრუ განგაში იყო. ყოველ შემთხვევაში, საბერძნეთის პოლიცია რაიმე საეჭვოს აღმოჩენას არ ადასტურებს.

“ძალიან ვნერვიულობდი. ინფორმაცია არ გვქონდა, ინტერნეტი გაგვითიშეს, რომ არაფერი წაგვეკითხა, მხოლოდ იმას მივხვდით, რომ თვითმფრინავი ათენში ბრუნდებოდა. ფანჯრებში მსხდომები ვხედავდით საბრძოლო ხომალდებს, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, მაინც სიმშვიდეს ვინარჩუნებდით. ჩვენ ისიც დავაფიქსირეს, რომ სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა, საწვავი დაცალა.” ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

onalem

ტესტ