fbpx
საზოგადოება

თავდასხმა ადვოკატის ოფისზე, რომელიც გეორგია ბიკას გაუპატიურებაში ბრალდებულ ერთ-ერთ პირს იცავს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ადვოკატის, თეოფილოს ალექსოპულოს ოფისზე, რომელიც გეორგია ბიკას გაუპატიურებაში ბრალდებულთაგან ერთ-ერთ პირს იცავს.

გეორგიას საჩივრის მიხედვით, ალექსოპულო მას ემუქრებოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც საკუთარი გაუპატიურების შესახებ საქმის აღძვრა დააპირა. თავად ადვოკატი მედიასთან საუბრობს და აცხადებს, მისი ოჯახი თავდამსხმელთა სამიზნედ იქცა ბოლო ორი კვირის მანძილზე, თუმცა, საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ზიანი მოჰყვა და არავინ დაშავებულა.

ადვოკატმა განმარტა, რომ ბიკას წინააღმდეგ მას არასოდეს შეუტანია რაიმე სახის სარჩელი და თესალონიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად არ დასტურდება, რომ რაიმე სახის დანაშაული აქვს გოგონასთან მიმართებაში ჩადენილი.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ