fbpx
კრიმინალიმსოფლიო

“საქართველოში გაგზავნილი ამანათები ქართველ მესაზღვრეებთან ერთად გავხსენი” – რას ჰყვება შვედი პოლიციელი

ერთ-ერთმა წამყვანმა შვედურმა სატელევიზო არხმა ორიოდე დღის წინ, საინფორმაციო გამოშვების მთავარ სიუჟეტად გაუშვა სწორედ ქართველი კრიმინალების თაობაზე მომზადებული მასალა. სამწუხაროდ, შვედეთის პოლიციის ოპერატიული-საგამოძიებო განყოფილების უფროსი მატს ლიოფინგი საქართველოშიც კი ჩავიდა, რათა გაგზავნილი ამანათები შეემოწმებინა და აი რა დახვდა…

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში შვედური პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩადიან საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების წევრები, რომლებიც იპარავენ შვედეთში, შემდგომ ახერხებენ ნაქურდალის ქვეყნიდან გატანას და უცხოეთში გაყიდვას.

სიუჟეტის თანახმად, ირკვევა, რომ შვედეთში ქურდობის შემთხვევები ბოლო ხანს გაზრდილია, დამნაშავეთა შორის კი სჭარბობენ ქართველი კრიმინალები. შესაბამისად, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების დაკავების რიცხვიც.

სატელევიზიო სიუჟეტში ლაპარაკია იმაზეც, რომ ნაქურდალის ნაწილი იგზავნება ბანდეროლებით შვედეთიდან საქართველოში.

“შვედეთიდან საშუალოდ დღეში 2-3 გზავნილს ვიღებთ”, – ამბობს საქრათველოს საბაჟო ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე სიუჟეტში.

შვედეთის პოლიციის ოპერატიული-საგამოძიებო განყოფილების უფროსი მატს ლიოფინგი კი ტვ4-ს ეუბნება, რომ ის ჩავიდა საქართველოში და იქაურ მებაჟეებთან ერთად გახსნა ეს გზავნილები. მისი თქმით, მათში აღმოჩნდა საქონელი, რომელიც მოიპარეს შვედეთის მაღაზიებში. ამასთანავე დაითვალეს, რომ თითოეული ასეთი გზავნილის ღირებულება იყო საშუალოდ 35 000 – 40 000 (დაახლოებით 10 000 -11 000 ლარი – ა.ნ.) შვედური კრონი.

ტელეარხის მონაცემებით, შვედეთში პასუხისგებაში მიცემული ქართველების რიცხვი მზარდია, თუ 2013 წელს 90 ადამიანი იხდიდა სასჯელს, 2018 წელს მათი რაოდენობა უკვე 252-მდე გაიზარდა.

ლიოფინგი ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს საკმარისი საშუალებები როგორც შიდა, ისე საგარეო სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით. შვედი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად სჭირდებათ სხვა ოფიციალურ უწყებებთან მჭიდრო კავშირში მოქმედება, ეს უპირველესად შეეხება სასაზღვრო კონტროლს.

შვედური პოლიცია მთავარ გამოწვევად მიიჩნევს საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლას, ლიოფინგის თქმით, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან შვედეთის ტერიტორიაზე.

“ეს ზრდის ქვეყანაში საფრთხის განცდას და მოქალაქეებში ამცირებს სამართლადამცავებისადმი ნდობას. თუ კვლავაც გაგრძელდება უცხო მოქალაქეების ჩამოსვლა და აქ დანაშაულის ჩადენა, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე”, – ამბობს ლიოფინგი

onalem

ტესტ