fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის გაფრთხილება – როგორ შეიძლება გაგვძარცვონ მარტივად?!

საბერძნეთის პოლიცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე მიყოლებით მოხდა და როგორც აცხადებენ, ეს ძარცვის მივიწყებული, მაგრამ კარგად ნაცნობი ხერხია.

ბოლო ინციდენტი კრეტაზე დაფიქსირდა, როდესაც 92 წლის მოხუცი საკუთარი სახლის კიბეზე უგონო მდგომარეობაში საკუთარმა ვაჟმა იპოვა, ის ჯანმრთელობით კარგად იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მძარცველებმა, რომლებიც მის სახლში შეღწევას ცდილობდნენ, სპრეის საშუალებით გათიშეს, ეს კი თვალსა და ხელს შუა შეიძლება მოხდეს, როდესაც მათ უბრალოდ დაელაპარაკებით.

პოლიციის ინფორმაციით, უცნობ, საეჭვო პირებთან გამოლაპარაკებას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან მათ შეიძლება ჩვენს სახლთან ჩვენივე ჩანთიდან მოიპოვონ გასაღები, თუმცა, ისე შევიდნენ, რომ არანაირი ძალადობის კვალი არ დატოვონ. აღსანიშნავია, რომ ისინი როლს კარგად თამაშობენ.

ვიდრე 92 წლის მოხუცს ღრმად ეძინა, მათ ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს და უკვალოდ გაქრნენ.

სამართალდამცავები სრული დატვირთვით მუშაობენ კრიმინალური დაჯგუფების იდენტიფიცირებისა და დაკავებისთვის.

onalem

ტესტ