fbpx
კრიმინალი

როგორც ცდილობდა 7 უსაბუთო ემიგრანტი საბერძნეთში შემოსვლას – დაკავებულია ორი გადმომყვანი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს, რომელთაგან ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არალეგალი ემიგრანტები საბერძნეთში სატვირთო მაცივრით შემოჰყავდათ. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ისინი იმდენად დიდ თანხებს იღებენ არალეგალების გადმოყვანაში, რომ მიმართავენ ყველანაირ გზას მათთვის “დაპირებულის შესასრულებლად.”

დაკავებულები არიან 32 და 37 წლის მამაკაცები, რომელთა მანქანაც პატრასის პორტში შეამოწმეს და შიგნით შვიდი უსაბუთო იმიგრანტი იპოვეს.

მათ სატვირთოში გაკეთებული ჰქონდათ სპეციალური ადგილი და ფიქრობდნენ, რომ იქ დამალულ ხალხს ვერავინ შენიშნავდა.

აღსანიშნავია, რომ მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი არა საბერძნეთი, არამედ იტალია იყო, იქიდან კი, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში აპირებდნენ გადაპარვას.

დაკავებულებს 1.700 ევრო ჩამოართვეს.

 

 

onalem

ტესტ