fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ნაგვის ყუთში რამდენიმე საათის წინ დაბადებული ბავშვი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კალამატას ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ნაგვის ყუთში ახალშობილი იპოვეს. ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა იპოვა, როცა ყუთთან ნაგვის ჩასაყრელად მივიდა.

როგორც ცნობილია, ბავშვი რამდენიმე საათის წინ არის დაბადებული და სრულიად ჯანმრთელია.

ამ დროისთვის ჩვილი კალამატას საავადმყოფოშია მოთავსებული, პოლიცია კი მშობლების ვინაობის დადგენას ცდილობს, რათა გაირკვეს, თუ რატომ მიატოვეს საკუთარი შვილი.

onalem

ტესტ