fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კატერის კლდესთან შეჯახების შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი

ინციდენტი დღეს, კრეტაზე მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, ხოლო ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილთაგან ორი, 32 და 33 წლის ძმები არიან, ხოლო მესამე მსხვერპლის ასაკი 35 წელია.

ბორტზე ასევე იმყოფებოდა 30 წლის მამაკაცი, რომელიც სერიოზულად დაშავდა და ის დაუყოვნებლივ ხანიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვა ინციდენტის მიზეზებს იძიებს.

წყაროების ცნობით, მამაკაცები ამავე ტერიტორიის მაცხოვრებლები არიან და როგორც ჩანს, კატერით საღამოს კრუიზიდან ბრუნდებოდნენ.

onalem

ტესტ