fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის კანონმდებლობა ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთ დახმარების ხელს უწვდის

ტრეფიკინგი (ინგლ. trafficking) — ინგლისური სიტყვა, რომელიც აკრძალული საქონლით ვაჭრობას ნიშნავს და კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობას ან მათი შრომით სარგებლობას მოიცავს, შანტაჟის, ფსიქოლოგიური თუ სხვა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.

საქართველოში როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ დასკვნაშია აღნიშნული ყველაზე მეტად გავრცელებულია ორის ტიპის ტეფიკინგი:სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია.
საქართველოს მოქალაქეები სამშობლოს გარდა ემიგრაციაშიც ხშირად ამ მიზეზებით ხვდებიან და ასევე ხშირია შემთხვევები როდესაც ისინი ოჯახურ ძალადობას გარიდებიან და ემიგრაციაში შრომით ექსპლუატაციაში აღმოჩენილან.

საბერძნეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის მსხვერპლ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების დაცვას და მათ ბერძნული კანონმდებლობა დახმარების ხელს უწვდის და ქვეყანაში ცხოვრების უფლებას აძლევს, ამ კატგორიის პირებზე გაცემული ბინადრობის ნებართვა კი თავის მხრივ არის გარანტია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს აქვს:

მუშაობის , ჯანდაცვისა და ფსიქოლოგიური დახმარების მიღების,
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლის უფლებები.

საბერძნეთის კანონმდებლობით მესამე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქე, რომელიც ნებიესმიერი ტიპის ძალადობის, ტრეფიკინგის ან არალეგალური მიგრაციის მსხვერპლია, შესაბამისი განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს საბერძნეთში ბინადრობის უფლება, ხოლო განაცხადის გაკეთება მას შეუძლია ნდობით აღჭურვილი პირის მათ შორის ადვოკატის მეშვეობითაც ბინადრობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის გარეშეც. პირველ ეტაპზე საბერძნეთის შესაბამისი უწყება აძლევს მას სამ თვიან ვადას, რათა თავი
დააღწიონ მოძალადეთა ზეგავლენას, გაიაროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეძლონ გადაწყვეტილების მიღება შესაბამის უწყებებთან სათანამშრომლოდ. ასევე აღნიშნულ პერიოდში ზემოხსენებული კატეგორიის პირები არ არიან ვალდებულნი, დატოვონ საბერძნეთის ტერიტორია თუკი მიღებულია მათ შესახებ რეადმისიის გადაწყვეტილებაც კი მოქმედებს ვინაიდან აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ის არასავალდებულოდ ითქვლება და უქმდება.

შესაბამისი უწყება ან სოციალური დახმარების სამსახური გამცხადებელ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევა ძალადობის, ტრეფიკინგის ან არალეგალური მიგრაციის მსხვერპლად, აცნობს საკუთარ უფლებებს, რათა შეძლოს განცხადების შეტანა საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე და კომპეტენციის შესაბამისად ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე. მათ შორის ბერძნული ენის არცოდნის შემთხვევაში, თარჯიმანის მომსახურებით.
ამავე პერიოდში ძალადობის, ტრეფიკინგის ან არალეგალური მიგრაციის მსხვერპლს აქვს ჯანდაცვისა და

ფსიქოლოგიური დახმარების მიღების უფლება შესაბამის სპეციალიზებულ ცენტრებში ხოლო თუ არ აქვს თავისი საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა ბერძნული სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ მას საჭირო პირობებით.

ბერძნული მხარე ვალდებულას იხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმის განმხილველი უწყება დაადგენს, რომ ე.წ. მსხვერპლი, შეგნებულად, გაცნობიერებულად და ნებაყოფლობით თანამშრომლობდა მოძალადეებთან და უსაფუძვლოა მისი შეფასება მისი როგორც „ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციის ან ძალადობის მსხვერპლად“ ან განხილვის პერიოდში გამოიკვეთება მისი მხრიდან საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის შემთხვევები.

ხოლო თუ დადასტურდა მის მიერ გაკეთებული განაცხადის სიმართლე მას საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით ენიჭება ბინადრობის 12 თვიანი ნებართვა, რომლის განახლებაც შესაძლებელია ასევე იმავე ვადით.

onalem

ტესტ