fbpx
საზოგადოება

ჭექა-ქუხილი და აფრიკული მტვერი დღეს საბერძნეთში – სად იქნება ფენომენი ინტენსიური?!

როგორც ბერძენი მეტეოროლოგები იტყობინებიან, დღეს, 5 მაისს, საბერძნეთის მასშტაბით აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობაა მოსალოდნელი. ასევე, ნავარაუდევია, მცირე, პერიოდული წვიმები.

შუადღის საათებში იწვიმებს ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, თესალიაში, მაკედონიასა და თრაკიში. აფრიკული მტვერი ჰაერში მაღალი ინტენსივობით იქნება ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ძირითადად მზიანი ამინდი. მცირე მოღრუბლულობა შუადღის საათებში, ასევე არის მცირე პერიოდული წვიმების შანსიც.

ტემპერატურა 13-დან 23 გრადუსამდე.

თესალონიკში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება. ასევე, მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა და ნალექი, წვიმის სახით. ამინდი საღამოს საათებიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 

onalem

ტესტ