fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ტრანსპორტის გაფიცვა და მოძრაობის განრიგი

შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსალოდნელია ცვლილებები საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის განრიგში.

24 საათით გაიფიცებიან საბერძნეთის რკინიგზის თანამშრობლები, ისევე როგორც გარეუბნის რკინიგზის პროასტიაკოს თანამშრომლები. გაფიცვა 30 აპრილს, შუაღამეს დაიწყება და ორშაბათს შუაღამემდე გასტანს, რაც ასევე გავლენას მოახდენს ათენის საერთაშორისო აეროპორტის მარშრუტზე.

ორშაბათს 08:00 საათიდან არ იმოძრავებს ტრენო კიფისია-პირეოსი. გაფიცვა გაგრძელდება 24 საათი.

ორშაბათს, 1 მაისს ავტობუსები მუშაობას დაიწყებენ 09:00 საათზე და დაასრულებენ 21:00 საათზე.

ორშაბათს, 1 მაისს მთელი დღის მანძილზე არ იმოძრავებენ ტროლეიბუსები.

onalem

ტესტ