fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა, ტანსაცმელთან ერთად, ნაგავში 25.000 ევრო გადაყარა

რომ არა სწრაფი რეაგირება, ახლა ოჯახი იმ თანხის  გარეშე დარჩებოდა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ზოგავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირაკლიოში მოხდა. მოხუცი ქალბატონი კარადას ალაგებდა და როგორც ჩანს, გადაარჩია ტანსაცმელი და რომელიც აღარ უნდოდა, ნაგავში გადაყარა. თუმცა, დაავიწყდა, რომ სწორედ ამ ტანსაცმელში ჰქონდა გადანახული, არც მეტი არც ნაკლები, 25.000 ევრო. ცხადია, ეს ფულიც ნაგავში გადააყოლა.

როცა მოხუცი მიხვდა, რომ ტანსაცმელთან ერთად დანაზოგიც გადაყარა, ის და მისი შვილები გარეთ გავიდნენ, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ნაგავი უკვე გატანილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტს და სასწრაფოდ მივიდნენ იქ, სადაც კონტენინერი იდგა. მათ მთელი უბნის ნაგავში ქექვა მოუწიათ, რათა თავიანთი თანხა ეპოვათ. საბედნიეროდ, ნელ-ნელა თანხის ამოღება შეძლეს.

onalem

ტესტ