fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთი: ადამიანს აქვს უფლება, არ წავიდეს სამსახურში, თუკი იქ კორონავირუსის საფრთხე არსებობს

ევროპაში კორონა ვირუსის გავრცელებამ პანიკა გამოიწვია რამდენიმე ქვეყანაში და პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა სექტორში იმის გამო, რომ ხალხი სამსახურში შიშის გამო არ დადის.

დამსაქმებელი, იანის კარუზოსი აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა დასაქმებულმა ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები.

პირველ რიგში, თანამშრომელს აქვს უფლება:

1. არ გამოცხადდეს სამსახურში, თუკი იქ არის ვირუსით დაინფიცირების შანსი და მისი ჯანმრთელობა დაცული არ არის.

2. პარალელურად, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თუ თავად აღენიშნება სიმპტომები და არის ავად, უნდა დარჩეს სახლში, რათა ხელი არ შეუწყოს კორონავირუსის გავრცელებას სამუშაო სივრცეში. ანუ ამ გზით უნდა იზრუნოს სხვებზე.

3. ამასთანავე, ადამიანმა, რომელიც ვირუსით ნამდვილად არის დაინფიცირებული და სამსახურის გაცდენა უწევს, უნდა მიიღოს სრული ხელფასი, მიუხედავად გაცდენილი დღეებისა.

onalem

ტესტ