fbpx
საზოგადოება

გამოკითხვა: 10-დან 6 ბერძენს სჯერა, რომ თავის ტკივილი “შელოცვით” იკურნება

10-დან 6 ბერძენს სჯერა, რომ თავის ტკივილი შელოცვის შედეგად განიკურნება. საბერძნეთის თავის ტკივილის შემსწავლელი საზოგადოება გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულია 10, 000 ადამიანი, რომელთაც დააფიქსირეს, სჯერათ თუ არა მითების, რომელიც თავის ტკივილს უკავშირდება. რესპოდენტთა 60%-ს სჯერა, რომ თუ შეულოცავენ, თავის ტკივილი გაივლის.

“მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ გავაქარწყლოთ მითები, არამედ დავარღვიოთ ისეთი ტაბუ, როგორიცაა ნევროლოგთან ვიზიტი,” ამბობს ათენის ნევროლოგიური ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში გავრცელებულ თავის ტკივილთა საფუძველი ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორებია. “ეს არის ტვინის ბიოლოგიური დარღვევა. დიდ რაოდენობას აქვს გენეტიკური მიდრეკილებები და აღმოცენდება შაკიკი.

რაც შეეხება გარეგან ფაქტორებს, თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს საკვებიც და ალკოჰოლიც, ჰორმონები, დეპრესიული მომენტები, რუტინის დარღვევა.”

onalem

ტესტ