fbpx
საზოგადოება

“როცა დედას პირველად ველაპარაკე, მითხრა, რომ ჯობდა მოვმკვდარიყავი” – ბერძნული GNTM-ის მონაწილე

ელეონორა მელეტისთან ბერძნული რეალითი შოუს, Greece Next Top Model-ის ერთ-ერთმა მონაწილემ ბავშვობის რთულ წლებზე ისაუბრა. ლამაზი გოგონას უკან, რომელიც ტელეეკრანზე ჩანს, უმძიმესი ისტორია იმალება, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება.

ანა ბეზანი დედამ დაბადებისთანავე საავადმყოფოში მიატოვა. 12 წლამდე მამამ გაზარდა, რომელიც მოძალადე იყო, რამაც გოგონა აიძულა ობოლთა თავშესაფარში წასულიყო.

“როცა დავიბადე დედამ სამშობიაროში დამტოვა. მამამ მითხრა, რომ დედას არ ვუნდოდი. სკოლის დღესასწაულებზე ყველას ჰყავდა გვერდით დედა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. მამაჩემი ძალიან ცუდად მექცეოდა, ხალხში უფრო კარგი იყო. მცემდა და სახლში მკეტავდა ხოლმე. როცა 12 წლის ვიყავი, სახლში დავბრუნდი და იმიტომ მცემა, რომ მტვერი კარგად არ გადავწმინდე. მაგრამ მე მიყვარდა ის…

შემდეგ ობოლთა თავშესაფარში წამიყვანეს და მამაჩემმა თვითმკვლელობა სცადა. “Μέλισσα”-ს თავშესაფარში ყველა ძალიან კარგები იყვნენ. პირველად როცა დედას ტელეფონზე ველაპარაკე, მითხრა: “არ მინდა, რომ კიდევ დამირეკო. შენ ჩემი შვილი არ ხარ, ჯობდა მომკვდარიყავი.””

onalem

ტესტ