fbpx
კრიმინალი

პოლიციის კონტროლი ათენის ცენტრსა და აკროპოლზე – რამდენი ადამიანია დაკავებული

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ანგარიშს, თუ რა შედეგები აქვს ათენის ცენტრალურ უბნებში მათ მიერ ჩატარებულ კონტროლსა და გაძლიერებულ მუშაობას, დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

ოფიცრები ყოველდღიურად მოქმედებენ აკროპოლის ტერიტორიაზე, ომონიაზე, ვიქტორიის მოედანსა და ისეთ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით არის გაზრდილი კრიმინალი.

კერძოდ, მაისის თვის სტატისტიკა ასეთია:

შემოწმება გაიარა 7.511-მა ადამიანმა.

პოლიციამ დააკავა 152 ადამიანი, ძარცვის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, იარაღის უკანონო ტარება/შენახვის, იმიგრაციის კანონის დარღვევის და სხვა ბრალდებებით.

აკროპოლის ტერიტორიაზე სულ შეამოწმეს 700 ადამიანი, დაკავებულია 117.

მათ შორის:

-2 ყაჩაღობისთვის

-11 ჯიბის ქურდობისთვის

-17 ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებისთვის

-5 იარაღის უკანონო ტარებისთვის

-73 ქვეყანაში არალეგალურად ყოფნისთვის.

onalem

ტესტ