fbpx
კრიმინალი

ბერძენ კაცს ცოლმა 30.000 ევრო მოპარა და ქურდობა გაითამაშა

ბერძენმა მამაკაცმა პოლიციაში 30.000 ევროს და კიდევ რამდენიმე ძვირფასი სამკაულის დაკარგვის შესახებ განაცხადა. საბოლოოდ კი, გამოძიების შედეგად, პოლიცია მისი მეუღლის კვალზე გავიდა.

დაუჯერებელი ინციდენტი ფთიოტიდაში მოხდა. როგორც 59 წლის კაცი აცხადებდა, ქურდი სავარაუდოდ აივნის ღია კარიდან შევიდა და ყველაფრის წაღება შეძლო, რაც კი ოჯახს გადანახული ჰქონდა. ამ იდეებს კი ქალი აწვდიდა, რადგან ის ძარცვის სცენის გათამაშებას ცდილობდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცს სწორედ თავისი მეუღლე ძარცვავდა და სახლიდან ყველაფერი მისი წაღებული იყო.

49 წლის ქალი ლამიის პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ