fbpx
საზოგადოება

პირეა: კრეტასკენ მიმავალი გემიდან ბომბის გამო მგზავრების ევაკუაცია მოხდა!

გუშინ, პირეას პორტში უზარმაზარი გემი, Blue Star Horizon, რომელიც ირაკლიოს მიმართულებით უნდა წასულიყო, ორ საათიანი დაგვიანებით გავიდა. პორტში უცნობმა დარეკა და ამბობდა, რომ ბორტზე ბომბი იყო.

ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ დაცლილიყო გემი მგზავრებისგან. უცნობი იტყობინებოდა, რომ ბომბი სულ მალე აფეთქდებოდა, გემი კი 21:00 საათზე გასვლას აპირებდა.

ადგილზე მობილიზდა შესაბამისი სამსახური და მთელ გემზე შემოწმება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ზარი უბრალოდ ტყუილი იყო.

მგზავრები და მათი მანქანები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს და გემი 21:00 საათის ნაცვლად 22:30 საათზე მზად იყო გასასვლელად.

onalem

ტესტ