fbpx
საზოგადოება

“ორი საათი უგონოდ იყო, მარტო დატოვეს და გართობა გააგრძელეს” – 14 წლის გოგონას დედა სანტორინიდან საუბრობს

მსოფლიოს პოპულარულ კუნძულზე, ჯერ კიდევ გაუგებარ ვითარებაში გარდაცვლილი 14 წლის კატერინას დედა ბერძნულ მედიასთან პირველად საუბრობს. ქალის თქმით, ის თავისი კლასელის დაბადების დღეზე წავიდა და იმ ღამითვე დაიღუპა, მაგრამ რატომ?! ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.

“მისი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე იყო. ვუთხარი, რომ სახლში 22:00 საათისთვის დაბრუნებულიყო, მაგრამ როცა ეს დრო მოვიდა და დავურეკე, არ მიპასუხა. მოგვიანებით მისმა მეგობარმა აიღო ტელეფონი და მითხრა, რომ საპირფარეშოში იყო, რამდენიმე ხანში კი უკვე მითხრეს, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა და კატერინა 2 საათის მანძილზე უგონოდ იყო. როგორც ამბობდნენ, საწოლზე დააწვინეს და შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნა გააგრძელეს. მარტო დატოვეს… და ზოგადად ეს ბავშვები სახლში მარტო იყვნენ, მშობლები წავიდნენ.

23:00 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ საავადმყოფოში მიდიოდნენ. იმ გოგონას მამა მელაპარაკა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და მითხრა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით მიდიოდნენ. როცა საავადმყოფოში მეც მივედი, მითხრეს, რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო… იმ სახლში არ არსებობდა არავინ, ვინც ბავშვს ყურადღებას მიაქცევდა,” აცხადებს ქალი.

ოჯახი განმარტავს, რომ მათი 13 წლის შვილის დაბადების დღეზე ალკოჰოლი არ იყო და მათი შვილი არასოდეს დალევდა. მათ მოამზადეს სხვადასხვა კერძები და სასმელი, რომელიც არ შეიცავდა არანაირ ალკოჰოლს. ხოლო ვინაიდან სახლში მხოლოდ ერთი ოთახი იყო, გადავწყვიტეს წასულიყვნენ, რადგან 10 ბავშვის გარემოცვაში თავი უხერხულად არ ეგრძნოთ.

13 წლის გოგონას მამა გარკვევით ამბობს, რომ კატერინა მათთან მის წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და უკვე ნასვამ მდგომარეობაში იყო.

თუმცა, სხვა ინფორმაციით, დაბადების დღის წვეულებაზე სახლი სავსე იყო ალკოჰოლური სასმლითა და ჭიქებით.

“ჩვენი სახლიდან არანაირი სასმელი არ აკლია. არ მჯერა, რომ ჩემი შვილი დალევდა და იქ ასე წავიდოდა. ასევე, კატერინას არ ჰქონდა საკმარისი ფული იმისთვის, რომ სასმლის ყიდვა შესძლებოდა.”

გამოძიება საქმის გამოსაძიებლად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ