fbpx
საზოგადოება

“მხოლოდ ის მინდა მისი ცხედარი მაინც ვიპოვო და დედას მივუსვენო” – 43 წლის ევდოკიას ჯერ კიდევ ვერ პოულობენ

43 წლის ევდოკია პლაკიას 2020 წლის 18 სექტემბრის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ. როგორც უკვე ცნობილია, მისი მანქანა, სავარაუდოდ, მოვარდნილმა წყალმა წაიღო და ამ დღეების მანძილზე ოჯახის სასოწარკვეთა კიდევ უფრო იზრდება.

მისი ძმა ამბობს, რომ მხოლოდ ის უნდა, რომ დის სხეული მაინც იპოვოს და დედასთან მიასვენოს, რათა მან შვილის დატირება შეძლოს.

ადგილობრივები ახალგაზრდა ქალს არაჩვეულებრივად ახასიათებენ. ის აფთიაქში მუშაობდა და მუდმივად ღიმილით ემსახურებოდა კლიენტებს. მათ იმედი აქვთ, რომ ცოცხალს იპოვიან, განსხვავებით ევდოკიას ძმისგან.

უნდა აღინიშნოს, რომ დაკარგული ქალის ძებნის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ ვინაიდან მუზაკი წყალმა, წაქცეულმა ხეებმა და ტონობით ტალახმა დაფარა, ფარმაცევტის კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდნენ.

onalem

ტესტ