fbpx
საზოგადოება

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბერძენი ქალი – ვიკი საფრა 90 მილიარდი დოლარის საბანკო მემკვიდრეობას იღებს

გაიცანით ვიკი საფრა, ბერძენი ქალბატონი, რომელიც ყველაზე მდიდარ ქალად ითვლება მსოფლიოში და ის მემკვიდრეობის სახით 90 მილიარდი დოლარის საბანკო იმპერიას იღებს, რომელიც საკუთარმა მეუღლემ დაუტოვა. ჯოზეფ საფრა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ბრაზილიაში უმდიდრესი ადამიანი იყო. წყვილი ქორწინებაში, არც მეტი, არც ნაკლები, 52 წელი იყო. ურთიერთობა მაშინ დაიწყეს, როცა ვიკი მხოლოდ 17 წლის იყო, ახლა კი, 69 წლის არის.

ჯოზეფისა და ვიკის ოთხმა ზრდასრულმა შვილმაც, ცხადია, მიიღეს ქონებიდან თავიანთი წილი, Forbes-ის მიხედვით, ჯამში 7.9 მილიარდი დოლარი.

ვიკი საბერძნეთში ბერძნულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა, დიდი ხნის მანძილზე იცხოვრა ბრაზილიასა და შვეიცარიაში. მას ჰყავს ოთხი შვილი და 14 შვილიშვილი. ისინი ოჯახური ბიზნესის სხვადასხვა განხრით არიან დაკავებულები.

ქალბატონი აქტიურ ფილანთროპულ საქმიანობას ეწევა.

onalem

ტესტ