fbpx
საბერძნეთი

მოსახლეობის აღწერა საბერძნეთში – რა უნდა გავაკეთოთ, თუ უნიკალური კოდი სახლში არ მოგვივიდა?!

საბერძნეთში მოსახლეობის აღწერის პროცესი უპრეცენდენტო სირთულეებით მიმდინარეობს. ოჯახების საკმაოდ დიდ რაოდენობას არ მიუღია სპეციალური კონვერტი, უნიკალური კოდით, რომლითაც რეგისტრაციას მოახდნენ. მეორე პრობლემა კი არის, რომ ვინც კოდი მიიღო, ელექტრონულ რეგისტრაციას უბრალოდ არ აკეთებს.

ამ დრომდე ბევრი უბანია, სადაც კოდები ჯერ კიდევ არ დარიგებულა, ხოლო ბევრგან მოსახლეობა ინტერესს არ იჩენს, აქედან გამომდინარე, აღწერა თავად ბინაზე უნდა მოხდეს, თანამშრომლის მიერ. ბევრი ადამიანი კარს არ უღებს ΕΛΣΤΑΤ-ის წარმომადგენლებს, ბევრი კი უკეტავს მათ, რადგან, სავარაუდოდ ეშინიათ, სხვადასხვა მიზეზების გამო.

ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვადა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას რეგისტრაცია შეუძლია, არ სრულება დღეს, არამედ ემატება კიდევ რამდენიმე დღე და საბოლოოდ 13 დეკემბერს დასრულდება.

კითხვაზე, თუ რა ხდება, როცა სახლში კონვერტი არ მოგვდის, პასუხი შემდეგია:

იმ შემთხვევაში, თუ კონვერტი, სპეციალური კოდით, თქვენს კორპუსში საერთოდ არავის მიუღია, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არის ადგილამდე მოტანილი, თუმცა, თუ კონვერტი თქვენმა მეზობლებმა მიიღეს და თქვენი არ ჩანს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ΕΛΣΤΑΤ-ს, რომ დაგეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ თითოეული მონაცემი, რომელსაც აფიქსირებთ აღწერისას, არის კონფიდენციალური, არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა არც საჯარო და არც კერძო სექტორს. ისინი გამოიყენება მხოლოდ მოსახლეობის დასათვლელად და მათი საცხოვრებელი პირობების აღსაწერად.

 

onalem

ტესტ