fbpx
კატეგორიის გარეშე

მოსახლეობას ესროდნენ ტყვიებს, რომლებიც ცხოველებისთვის არის განკუთვნილი

20 ივ­ნი­სის ღა­მის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით 240 ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის 80 პო­ლი­ცი­ე­ლია. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა ბო­ხუ­ას თქმით, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში და­შა­ვე­ბუ­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ტრავ­მა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა და თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ორმა ადა­მი­ან­მა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

ფო­ტოგ­რა­ფი გუ­რამ მუ­რა­დო­ვი, ერთ-ერ­თია ვინც დარ­ბე­ვის დროს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ის გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, როცა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს და მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს.

მუ­რა­დოვ­მა გაავრცელა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მას სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა. ფო­ტოგ­რაფს ზურ­გზე რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა არ იცის, რა ტი­პის ტყვი­ე­ბი მოხ­ვდა.

“მარ­თა­ლი გი­თხრათ, ვერ ვხვდე­ბი რა ტყვი­ე­ბი მომ­ხვდა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ბევ­რი ჭრი­ლო­ბა მაქვს ზურ­გზე და ერთი ხელ­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზე­ბი კარ­გი იყო, ახლა ვე­ლო­დე­ბი გან­მე­ო­რე­ბით ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხებს” – გვი­თხრა მუ­რა­დოვ­მა.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი მი­ქა­ძე, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს. სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო მი­ქა­ძემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტთან ერ­თად გა­ნა­თავ­სა:

“შუბ­ლი მაქვს გაბ­ზა­რუ­ლი, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­მა­სა­ჩუქ­რეს… ოღონდ ვინ­მე და­ეთ­რი­ათ, არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ მო­ტი­ვი ქონ­დათ თუ არა. იმ დროს როცა მო­რი­გი პო­ლი­ცი­ე­ლის გა­მოთ­რე­ვას ცდი­ლობ­და ხალ­ხი, მოვ­ყე­ვი ჭყლეტ­ვა­ში და რამ­დე­ნი­მე კარ­გად ნა­ჭამ­მა ძაღ­ლმა შე­მით­რია… შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე მაგ­რამ აზრი აღარ ქონ­და – რო­გორც კი კა­მე­რებს დავ­შორ­დი, ტი­პებ­მა ისე და­მიშ­ვეს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში გა­ვი­თი­შე, აზ­რზე რომ მო­ვე­დი მი­მათ­რევ­დნენ სა­ხით ქვე­ვით და ამ დროს მომ­ხვდა ვი­ღაც სპეც­რაზ­მე­ლის ჩექ­მა…

შე­დე­გი მარ­ტი­ვად გა­სა­გებ ენა­ზე შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, შე­შუ­პე­ბის­გან და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი სა­ხის და თა­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში…

არ ვცდი­ლობ ვი­წუ­წუ­ნო, ჩემი ფე­ხით შე­ვე­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც, უბ­რა­ლოდ მინ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნო რომ 2019 წლის 21 ივ­ნი­სის ღა­მეს, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” დედა მო… ხალ­ხს, ჩაგ­ვა­ფურ­თხა სულ­შიც და ქარ­თვე­ლო­ბა­შიც… ორი სი­ტყვით ნაც მოძ­რა­ო­ბა­ზეც – ნიკა მე­ლია, გრი­გოლ ვა­შა­ძე, გია ბა­რა­მი­ძე და ყვე­ლა ვინც კი იქ ხალ­ხი და­გა­ზეთ შე­ტე­ვა­ზე – “ოც­ნე­ბას­თან” ერ­თად აგებთ პა­სუხს ყვე­ლა­ფერ­ზე!” – წერს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი მი­ქა­ძე.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ვახ­ტანგ ბე­რე­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, რო­მე­ლიც მისი თქმით მკლა­ვი­დან ამო­უ­ღეს ექი­მებ­მა.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ეს რე­ზი­ნის ტყვია, სა­ხელ­წო­დე­ბით – stabili shock rubber slug, რო­გორც წესი აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მას გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხის­შემ­ცველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად დიდი ტა­ნის ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და ა.შ. უცხო­ურ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ამ ტყვი­ებს ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლაც შე­უძ­ლია, გა­აჩ­ნია მან­ძილს, ია­რაღს, ტან­საც­მლის სის­ქეს და ა.შ.

ამა­ვე რე­ზი­ნის ტყვი­ით მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტმა ლიკა ალე­ლიშ­ვილ­მა. მან სხე­უ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი რე­ზი­ნის ტყვი­ის ფოტო და პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა:

“ახლა კარ­გად ვარ. გა­დავ­რჩი, რომ არ­ტე­რი­ას აცდა ტყვია რა­დე­ნი­მე მი­ლი­მეტ­რით. დღეს გა­ვი­გე, რომ ნერ­ვი და­მი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ ესეც გა­ივ­ლის… ვრჩე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და ფე­ხი­დან აი, ეს ტყვია ამო­მი­ღეს, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად პირ­ვე­ლად ვნა­ხე” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

კრი­მი­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორი, გი­ორ­გი ღლონტი აღ­ნიშ­ნავს, ეს კონ­კრე­ტუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის დროს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია.

“ზო­გა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მრგვა­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, რო­მე­ლიც გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ეს კონ­კრე­ტუ­ლი ტყვი­ე­ბი. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რე­ზი­ნის ტყვია რაც უფრო დი­დია, მით მე­ტად ნაკ­ლე­ბია სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბის რის­კი.

დიდი ზო­მის ტყვი­ას გავ­რცე­ლე­ბის უფრო ნაკ­ლე­ბი სიჩ­ქა­რე აქვს, სხე­ულ­შიც ძნე­ლად აღ­წევს და ის უფრო მე­ტად გა­რეგ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბებს იწ­ვევს. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და თუ ახლო დის­ტან­ცი­ით იქ­ნე­ბა ნას­რო­ლი, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია. ნე­ბის­მი­ე­რი რე­ზი­ნის ტყვი­ის სა­ხე­ში, თვა­ლის არე­ში სრო­ლას, შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გი რაც ვნა­ხეთ – ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს თვა­ლი” – ამ­ბობს გი­ორ­გი ღლონ­ტი.

 

onalem

ტესტ