fbpx
კატეგორიის გარეშე

13 ივნისი – ვისთვის არის დასვენების დღე და როგორ იმუშავებენ სუპერმარკეტები ორშაბათს?!

13 ივნისი, რომელიც სულიწმინდის დღესასწაულია, მომდევნო ორშაბათს უწევს, შესაბამისად, საინტერესოა, ვისთვის არის აღნიშნული დღე უქმე. ამ დღეს ყოველ წელს ისვენებს საჯარო სექტორი და ბანკების პერსონალი, ამრიგად, 13 ივნისს დაკეტილი იქნება ყველა საჯარო უწყება და შესაბამისად, ბანკების ფილიალებიც.

რაც შეეხება კერძო სექტორს, როგორც მედია იუწყება, სულიწმინდის დღესასწაული უქმე დღეა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კომპანიის რეგლამენტი აღნიშნულს ითვალისწინებს. კოლექტიური ხელშეკრულებების ან სხვა გადაწყვეტილებების სპეციალური დებულებების მიხედვით, 13 ივნისი უქმედ ითვლება შემდეგი პროფესიის ადამიანებისთვისაც:

წიგნის მაღაზიები, დიაგნოსტიკური ცენტრები, ჟურნალების ჟურნალისტები, დიზაინერები, მოხუცთა სახლების პერსონალი, მრეწველობისა და მაღაზიების ელექტრიკოსები, თამბაქოს მრეწველობა, კლინიკები, ელექტრიკოსები, სამრეწველო რადიოტექნიკოსები, ტელევიზიები, ტელევიზიის ტექნიკოსები ჩრდილოეთ საბერძნეთში, საშუალო და უმაღლესი განათლების და უცხო ენების რეპეტიტორები, ქსეროქსის ოფისები, სამრეწველო და სხვა კომპანიების ოპერატორები.

რაც შეეხება კომერციულ მაღაზიებს, თითოეული ქსელის ხელმძღვანელობა თავად გადაწყვეტს იმუშავებენ თუ არა 13 ივნისს, თუმცა, არსებული ცნობებით, მათი უმეტესობა ღია იქნება.

დაზუსტებით ცნობილია ტერიტორიები, სადაც კომერციული მაღაზიები დაკეტილი იქნება: თესალონიკი, პატრა, ლარისა, ტრიკალა, კომოტინი, ნავპლიო, მიტილინი, სერეს.

13 ივნისს სუპერმარკეტები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

 

onalem

ტესტ