fbpx
საზოგადოება

“საქართველოში პასპორტი დავკარგე და დეპრესიაში ჩავვარდი, ყველა ბეჭედი იქ მქონდა” – რას ჰყვება ცნობილი მოგზაური, ევტიხის ბლეცას

ევტიხის ბლეცა ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მოგზაურია, რომელიც მუდმივად გვანებივრებს თავისი ტურებით საბერძნეთს შიგნითა თუ გარეთ. მის მიერ მომზადებული კადრები გადის ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე და ასევე, ცხადია, აქტიურია Youtube-არხზეც.

ბლეცა მიწვეული იყო გრიგორის არნაუტოღლუს გადაცემაში, სადაც ისაუბრა თავის მეუღლეზე, 98 ქვეყანაზე, რომელშიც ნამყოფია და შემთხვევაზე, რომელიც საქართველოში მოხდა და დეპრესიაში ჩააგდო.

“ილეკტრა ინტერნეტით გავიცანი, შემდეგ შევხვდით და რამდენიმე ხანში ხელი ვთხოვე. 10 წელია ერთად ვართ, 2012-დან. მაშინ კერძო კომპანიის თანამშრომელი იყო. ნამყოფი ვარ 98 ქვეყანაში და ამ დეტალებს რომ შევყვე, რამდვილად ძალიან გამიჭირდება ყველაფრის მოყოლა. როცა მოგზაურობას ვიწყებდი, სწორედ მაშინ გავიცანი ილეკტრაც.

როცა მხოლოდ ჩვენ ვმოგზაურობდით, მთელი დღე დავრბოდით, ახლა კი, ბავშვებთან ერთად, ვცდილობთ, რომ მეტი დრო გვქონდეს. ბოლოს ვიყავით ინდოეთსა და ვიეტნამში, თითო თვე დავრჩით ორივეგან, გვინდოდა გვენახა ქვეყნები, ბევრ ადგილას წავსულიყავით და ბავშვებთან დრო გაგვეტარებინა. ვიეტნამში არანაირი პრობლემა არ გვქონია, ინდოეთში კი, საჭმელთან დაკავშირებით გაგვიჭირდა,” ამბობს ბლეცა.

მან ისიც გაიხსნენა, თუ როგორ დაკარგა პასპორტი საქართველოში ყოფნისას:

“დაახლოებით სამი წლის წინ პასპორტი დავკარგე საქართველოში. დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან ყველა ბეჭედი იქ მქონდა. როცა ახლის ასაღებად მივედი პოლიციის განყოფილებაში, ოფიცერმა მითხრა, რომ საქართველოში ნაპოვნი ჰქონდათ ჩემი პასპორტი და გადმოაგზავნეს საბერძნეთში.”

onalem

ტესტ