fbpx
საქართველო

თბილისში გუშინდელ აქციაზე ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, საავადმყოფოში სულ 240 მოხვდა

რუსთაველის აქციაზე სპეცრაზმის მიერ დარბეული პროტესტანტების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს გადაუდებელი ოპერაციები უტარდებათ. მძიმედ დაშავებულებს შორის არის მსახიობი დიმიტრი ნაყოფია, რომელსაც  ამ წუთებში რეგიონალურ კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, შემდეგ კი ექიმები თვალის შესანარჩუნებელ ოპერაციას ჩაუტარებენ.

მედიის წარმომადგენლებს მძიმედ დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება უჭირთ, რადგან გავრცელებული ცნობის თანახმად, ჯანდაცვის სამინიტრომ კლინიკებს ჟურნალისტებისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება აუკრძალა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

„240 პაციენტი იყო მიყვანილი სტაციონარში, ამ წუთას 102 პაციენტია კლინიკებში განთავსებული. ერთი არის მძიმე პაციენტი, რომელზეც მიდის ამ წუთებში მუშაობა. მიდის ნეიროქირურგიული ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ გვეცოდინება მდგომარეობა“, – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა.

კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული ადამიანი ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება. ის უგონო მდგომარეობაშია და ექიმებს უჭირთ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

„3 პაციენტი იყო, ორს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში, ერთი გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ერთ პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია, წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ნებისმიერი პაციენტის სიცოცხლეს შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე. ამ დრომდე პაციენტი პოსტ ნარკოზულ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი ნევროლოგიური სტატუსის მდგომარეობის შეფასება ამ სრულყოფილად ვერ ხერხდება“, – აცხადებს ალადაშვილის კლინიკის ექიმი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევის შედეგად ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, აქედან ერთი 18 წლის გოგონაა, მეორე კი რუსთავი 2-ის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმაც, თუმცა მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ სხეულზე.

onalem

ტესტ