fbpx
საბერძნეთი

“მაწუხებს, რომ პოლიციელები დაკავებულები არიან, ისინი არსად გაიქცევიან” – სტავროს ბალასკას

სტავროს ბალასკამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პოლიციის ოფიცრების დაკავების საკითხზე ისაუბრა და აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა ბოშების რეაქციას, რომელიც მათ 20 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ გამოხატეს.

როგორც უკვე ცნობილია, 7 პოლიციელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული, ბალასკა კი ამ ფაქტზე ამბობს, რომ ძალიან აწუხებს, ვინაიდან ოფიცრები არსად გაიქცეოდნენ, ამიტომ არ იყო საჭირო მათი დაპატიმრება, საქმის გამოძიებამდე.

“ჩემმა კოლეგებმა ისროლეს, რათა მისგან თავი დაეღწიათ. ვიმეორებ, რომ მათ არ იცოდნენ, ვინ იჯდა შიგნით. ბოშები ახლა გაღიზიანებულები არიან, რადგან თავიანთი ადამიანი დაკარგეს, მაგრამ პოლიციას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, ვინ იჯდა მანქანაში.

გამომდინარე იქიდან, რომ იმ მომენტისთვის ყველა ოფიცერმა, საკუთარი გადამზადების საფუძველზე, დაადგინა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მათაც შესაბამისი რეაგირება მოახდინეს,” ამბობს ბალასკა.

ოფიციალურ ჩვენებას პოლიციელები ხვალ, 27 ოქტომბერს მისცემენ.

onalem

ტესტ