fbpx
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარი ქორწილიდან საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა – უჩვეულო შემთხვევა კვიპროსზე

ახალგაზრდა წყვილს ქორწილისთვის გამორჩეულო ფოტოსესია სურდა, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. 33 წლის ნეფე და 27 წლის დედოფალი, ლარნაკადან, პომოსში წავიდნენ, რათა ორიგინალური ფოტოები გადაეღოთ.

ფოტოსესიისთვის შეარჩიეს ოთხბორბლიანი კვადროციკლის ტიპის მანქანა, რომელსაც ხშირად იყენებენ მსგავსი შემთხვევებისთვის, მაგრამ მამაკაცმა საჭის კონტროლი ვერ შეძლო, მანქანა ამოყირავდა და მარცხენა ხელი სერიოზულად დაიზიანა, მან მტევანი მთლიანად მოიტეხა.

ნათესავებმა 33 წლის კვიპროსელი სასწრაფოდ ლიმასოლის კერძო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ დაზიანება სერიოზული იყო და სასწრაფოდ ოპერაციოდ შეიყვანეს.

ქორწილი ჩაიშალა, თუმცა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი საცოლე, 27 წლის ქალი, ინციდენტისას არ დაშავებულა.

onalem

ტესტ