fbpx
საზოგადოება

“ისინი თითოეული ემიგრანტისთვის 12 ევროს გვთავაზობენ” – რას ამბობენ ბერძნები, რომელთაც სასტუმროები აქვთ

საბერძნეთის სასტუმროების მფლობელთა გაერთიანების პრეზიდენტი იმ შემოთავაზებაზე საუბრობს, რომელიც მათ მთავრობამ გაუკეთა. როგორც ჩანს, მათგან ითხოვენ, რომ არალეგალი იმიგრანტები თავიანთ სასტუმროებში შეიფარონ და ამაში უკიდურესად ცოტა თანხას იხდიან. საუბარია იმაზე, რომ თითოეული იმიგრანტისთვის, რომელიც სასტუმროს ნომერში იცხოვრებს, მხოლოდ 12 ევრო გადაიხდება.

თავის მხრივ, სასტუმროების მფლობელები დახმარების სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ მათ სჭირდებათ გარკვეული გარანტიებიც:

“ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ტურისტული პროდუქტი დაგვიზიანდეს. როდესაც ვიღაც ნახავს, რომ იმ სასტუმროში, რომელიც შვებულების გასატარებლად აქვს დაჯავშნული, ლტოლვილები და იმიგრანტები არიან შეფარებული, სავარაუდოდ დაფიქრდება…”

პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთარში კიდევ სხვა ხარჯები არსებობს. გათბობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძვირიც ჯდება. გარდა ამისა, სასტუმროს, სადაც იმიგრანტები იცხოვრებენ, მეორე დღესვე დასჭირდება რენოვაცია.

https://soundcloud.com/user-86009823/l5bjrzwiqt6m

onalem

ტესტ