fbpx
საზოგადოება

“ის ადამიანი არ არის, ვარსკვლავია… დავშორდით და ყველაფერი ჩემი ბრალია” – პავლოს ხაიკალის

პავლოს ხაიკალისმა ელეონორა მელეტის გადაცემაში პირად ცხოვრებასა და დაშვებულ შეცდომებზე უსაუბრა, რომლებმაც თავისი ცხოვრების სიყვარული დააკარგვინეს.

“მარია პოლიციის ოფიცერია და ის სწორედ განყოფილებაში გავიცანი, სადაც პასპორტთან დაკავშირებით მივედი. ეს იყო ჭექა-ქუხილივით თავს დამტყდარი სიყვარული. 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ და ეს ყველაფერი სამი წელი გაგრძელდა, შემდეგ კი ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ და ურთიერთობაში თითქოს კმაყოფილება მოვიდა. 

ძალიან დიდი შეცდომები მაქვს დაშვებული. არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, როცა ჩემი ოცნების ქალი მაკლია. მარია არის ქალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის არ არის ადამიანი, ის ვარსკვლავია. ჩვენ დავშორდით და ეს ჩემი ბრალია. მან ჩემს ცხოვრებაში სინათლე მოიტანა და მე დავაბნელე. ყველა კაცი ცდილობს ცოლი შეცვალოს, მე კი საკუთარი თავის შეცვლას ვცდილობდი მის გამო. იმიტომ რომ ის არ იმსახურებდა ამას 99%-ით, ის ამას 100%-ით იმსახურებდა. ამიტომ დავკარგე ისიც და ჩემი თავიც. მე მასზე ახლაც შეყვარებული ვარ… თუ შევიცვალე, ეს მისი გამარჯვებაა. ამ ადამიანს აქვს ყველაფერი ერთად, რასაც ადვილად ვერ იპოვი. ის ოქროს მედალია. როცა ქალი ურთიერთობიდან მიდის, ეს ყოველთვის მამაკაცის ბრალია,” ამბობს ხაიკალისი.

onalem

ტესტ