fbpx
საზოგადოება

გაზის გაჟონვით დაღუპულ ცოლ-ქმარს პაკისტანში გადაასვენებენ – მათი სამი შვილი შოკურ მდგომარეობაშია

მეტაქსურგიოზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მძიმედ იმოქმედა არა მხოლოდ პაკისტანურ, არამედ ბერძნულ საზოგადოებაზეც. როგორც ცნობილი გახდა, ცოლ-ქმარს, რომელიც საკუთარ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა, სამშობლოში, პაკისტანში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ.

ამ დროისთვის მათი სამი შვილი აგლია კირიაკუს სოციალური მასპინძლობის ცენტრში რჩება და სამივე შოკურ მდგომარეობაშია. სწორედ მათ იპოვეს საკუთარი მშობლები უგონო მდგომარეობაში, შემდეგ კი წყვილის გარდაცვალება სასწრაფოს ექიმების მიერ დადასტურდა. ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

როგორც ირკვევა, საბერძნეთში ჩამოვა მათი ბიძა, რომელიც მეურვეობას გაუწევს და იზრუნებს დაობლებულ მოზარდებზე.

პოლიცია აცხადებს, რომ ცოლ-ქმრის ოთახში დამონტაჟებული იყო გამათბობელი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, თუმცა, ბავშვების ოთახში დამონტაჟებულ ზუსტად იგივე სახის დანადგარს პრობლემა არ ჰქონია, სწორედ ამიტომ გადარჩნენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცსა და მის 42 წლის მეუღლეს ომონიაზე მაღაზია ჰქონდათ და საბერძნეთში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

onalem

ტესტ