fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 12 დეკემბრიდან, მაღაზიები ყოველდღე ღია იქნება – საშობაო გრაფიკის პრემიერა საბერძნეთში!

საბერძნეთში საშობაო გრაფიკი დღეიდან ამოქმედდა და წელიწადის ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაულზე საყიდლებით სიამოვნებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. როგორც უკვე ცნობილია, მაღაზიები ღია იქნება უფრო მეტი საათებით და იმუშავებენ კვირა დღეებშიც კი ანუ ყოველდღე, 31 დეკემბრის ჩათვლით.

კერძოდ, 12 დეკემბრიდან მაღაზიები კვირის სამუშაო დღეებში ღია იქნება 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმუშავებენ კვირა დღეებშიც, კონკრეტულად, 17, 24 და 31 დეკემბერს და ამ დღეებში ღია იქნებიან 11:00-დან 18:00 საათამდე.

ოფიციალურად უქმე დღეებია შობა და შობის მეორე დღე, 25 და 26 დეკემბერი. ასევე, 1-ლი იანვარი. როგორც გრაფიკზეა მოცემული, მაღაზიები 2 იანვარსაც დაკეტილი იქნება.

ხუთშაბათი 12/12/2019 – 09:00 – 21:00

პარასკევი 13/12/2019 – 09:00 – 21:00

შაბათი 14/12/2019 – 09:00 – 16:00

კვირა 15/12/2019 – 11:00 – 16:00

ორშაბათი 16/12/2019 – 09:00 – 18:00

სამშაბათი 17/12/2019 – 09:00 – 21:00

ოთხშაბათი 18/12/2019 – 09:00 – 21:00

ხუთშაბათი 19/12/2019 – 09:00 – 21:00

პარასკევი 20/12/2019 – 09.00 – 21.00

შაბათი 21/12/2019 – 09:00 – 18:00

კვირა 22/12/2019 – 11:00 – 18:00

ორშაბათი 23/12/2019 – 09:00 – 21:00

სამშაბათი 24/12/2019 – 09:00 – 18:00

ოთხშაბათი 25/12/2019 – შობა – დასვენება

ხუთშაბათი 26/12/2019 შობის მეორე დღე – დასვენება

პარასკევი 27/12/2019 – 09:00 – 21:00

შაბათი 28/12/2019 – 09:00 – 18:00

კვირა 29/12/2019 – 11:00 – 18:00

ორშაბათი 30/12/2019 – 09:00 – 21:00

სამშაბათი 31/12/2019 – 09:00 – 18:00

ოთხშაბათი 1/1/2020 – ახალი წლის პირველი დღე – დასვენება

onalem

ტესტ