fbpx
საზოგადოება

ბერძნული Voice-ს მონაწილემ ელენა პაპარიზუ ხელზე დაიხატა, თუმცა, მის გუნდში ვერ მოხვდა

Voice-ს სცენაზე კვიპროსელი მარიოს სელასი წარსდგა, რომელმაც ადრე talent show-შიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დუეტმა წარმატებას ვერ მიაღწია. ამჯერად მან მარტო გადაწყვიტა გამოსვლა და თანაც, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თუკი ელენა პაპარიზუ შემოუტრიალდებოდა, აუცილებლად მასთან წავიდოდა.

მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა და იმისა, რომ ელენა შემოუტრიალდა, საკის რუვამ ის დაბლოკა და მარიოს პაპარიზუს გუნდში წასვლის შანსი წაართვა.

საბოლოოდ მან ელეონორა ზუგანელისა და რუვას შორის გააკეთა რჩევანი და საკისთან წავიდა.

მარიოს ხელზე ელენა პაპარიზუ ჰქონდა დახატული იმ ფორმაში, რომლითაც ის ევროვიზიაზე წარსდგა. ელენამ აღფრთოვანება ვერ დამალა და მას სურათი გადაუღო.

onalem

ტესტ