fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა – ქალი გადარჩენისთვის იბრძვის

45 წლის მამაკაცი ინციდენტისას თავადაც დაშავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, დაპატიმრებას ვერ გადაურჩა. ის კალამატას პოლიციის ოფიცრებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა სახლს და ასევე ქალსაც ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. უნდოდა, რომ ცოლი ცოცხლად დაეწვა. სახლში სწრაფად მობილიზდა სახანძრო სამსახური და მამაკაცი მსუბუქად, ხოლო 39 წლის ქალი მძიმედ დაშავებული იპოვეს.

როგორც ექიმები იუწყებიან, მას მთელ სხეულზე სერიოზული დამწვრობები აღენიშნება, მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის გადარჩენისთვის იბრძვის.

45 წლის მამაკაცს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ