fbpx
საზოგადოება

“ათენში ჩასვლას და შეხვედრას სთხოვდა, მე კი პოლიციაში დავრეკე” – რას ურჩევს ბერძენი მამაკაცი მშობლებს

ინციდენტის გამო, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, ბერძენი მამაკაცი მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ალმოპიაში მცხოვრები 17 წლის გოგონა სახლში სკოლიდან დროულად არ დაბრუნდა, რის გამოც მას მამა ურეკავდა, თუმცა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ გოგონა ფეისბუქის საშუალებით საეჭვო მამაკაცს ესაუბრებოდა და ამის ფონზე, ბოლო დროს საკმაოდ შეცვლილი ჰქონდა ხასიათიც. საბოლოოდ მამაკაცმა მოზარდი დაარწმუნა, რომ ΚΤΕΛ-ის ავტობუსი აეყვანა და ათენში მის შესახვედრად წასულიყო.

გოგონას მამამ დრო არ დაკარგა, მაშინვე პოლიციაში დარეკა და შვილის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. პოლიციის ოფიცრები სწრაფად მობილიზდნენ ΚΤΕΛ-თან, სადაც გოგონას ტელეფონის საშუალებით მიაგნეს.

რამდენიმე წუთში ის ოჯახში დააბრუნეს და ამ დროისთვის ცდილობენ დაადგინონ, ვინ არის საეჭვო მამაკაცი, რომელიც მოზარდს სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებოდა.

onalem

ტესტ