fbpx
ეკონომიკა

ათენში ბინების ფასები სამჯერ უფრო გაძვირდა, ვიდრე სტოკჰოლმში, პარალელურად კი, პარიზში ბინები იაფდება

Bloomberg იტყობინება, რომ ათენში უძრავი ქონების ნამდვილი “აფეთქება” ხდება და საბერძნეთის დედაქალაქი ბოლო პერიოდში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონების ბაზარი ევროპაში. ფაქტობრივად, ბინები “დანგრეულ” ინდისტრიულ ზონებში იგივე ღირს, რაც ევროპის უმდიდრეს ქალაქებში.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ათენში სახლების ფასები 12,2%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ გაძვირდა სამჯერ უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად: სტოკჰოლმში. ხოლო პარიზში, ბინები იაფდება. საბერძნეთში ეს ყველაფერი გამოწვეულია ეკონომიკური კრიზისის ხანგრძლივი პროცესით, ათი ათასობით სახლი ჩართულია გარკვეულ იურიდიულ პროცესებში და ეს ფასებს უფრო სწრაფად ზრდის, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქებში.

ლონდონში, პარიზსა და ბერლინში ფიქსირდება კლება ყოველწლიურად ფასებზე, ამავე დროს, მაგალითად, ფასები იმატებს მილანსა და სტოკჰოლმში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობას, ათენი მათ ლოგიკურად არ უნდა უსწრებდეს. ამის მიუხედავად, მაშინ, როცა მილანში, სტოკჰოლმსა და მადრიდში ფასები მხოლოდ 3%-ით იმატებს, იგივე მაჩვენებელი საბერძნეთის დედაქალაქში 12,2%-ია.

 

onalem

ტესტ