fbpx
საზოგადოება

ათენი: უსახლკარო კაცი ნაგავში საჭმელს ეძებდა და ძვლებით სავსე ჩანთა იპოვა

შემთხვევა ათენში, კერძოდ ნეა ირაკლიოს ტერიტორიაზე მოხდა. უსახლკარო მამაკაცი ნაგავში იქექებოდა, თუმცა, საჭმლის ნაცვლად ჩანთას წააწყდა, სადაც თავის ქალა და ძვლები ეწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნაგვის ყუთი ხრისანთემოსა და ელპიდოს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

მამაკაცმა პოლიციას მაშინვე შეატყობინა ნაპოვნი ჩანთის შესახებ, თუმცა, ოფიცრებმა ადგილზე მისვლისას ვერ მოახერხეს იმის დადგენა, ეკუთვნის თუ არა ძვლები და თავის ქალა ადამიანს.

დანიშნულია ექსპერტიზა საქმის გამოსაძიებლად.

onalem

ტესტ