fbpx
საზოგადოება

ათენი: გაუჩინარებული 7 წლის გოგონას მამის კვალი აეროპორტში ფიქსირდება

პაგრატიდან გაუჩინარებული 7 წლის ვალენტინის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. პოლიციამ ბავშვს ჯერ ვერ მიაგნო, მაგრამ როგორც აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით გახდა ცნობილი, მისი მამის კვალი აეროპორტში აღმოაჩინეს, რაც დიდ ეჭვებს აღძრავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაკაცი აცხადებს, რომ იქ მხოლოდ მეგობრის დასახვედრად წავიდა და ვალენტინის გაუჩინარებასთან მის აეროპორტში ყოფნას არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც ირკვევა, მცირეწლოვან გოგონას საბერძნეთისა და საფრანგეთის პოლიცია ახლა ერთდროულად ეძებს. ვალენტინის მამა პარიზში იმყოფებოდა მანამდე, ვიდრე გოგონა გაუჩინარდებოდა და ამბობს, რომ ის ათენში დატოვა თავად კი, საფრანგეთში მეგობრების სანახავად წავიდა. იქ სამი კვირის მანძილზე დარჩა.

ის აცხადებს, რომ ვერანაირად ვერ ხვდება, თუ როგორ შეიძლება მისი პარიზში ვიზიტი დაკავშირებული იყოს შვილის დაკარგვასთან.

ორივე ქვეყნის პოლიცია იძიებს, მოქმედებენ თუ არა დაჯგუფებები, რომლებიც შესაძლოა ბავშვების გატაცებით ან შესყიდვით იყვნენ დაკავებულები.

onalem

ტესტ