fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

აგიოს პანტელეიმონა ათენის ყველაზე “ცხელი” წერტილი – ინფიცირებულია მინიმუმ 40 მოხუცი

სამწუხარო ინფორმაციით, რამაც ექსპერტების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, ათენში, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე მდებარე მოხუცთა მოსავლელ ცენტრში, “ატიკი”, კორონავირუსი გავრცელდა. ინფიცირებულია მინიმუმ 40 მოხუცი და რაც ყველაზე ცუდია, არ არის იდენტიფიცირებული პაციენტი 0, ანუ ის, ვისგანაც მოხდა ვირუსის გავრცელება.

ადგილზე იმყოფებოდნენ ნიკოს ხარდალიასი და სოტირის ციოდრასი, რომელიც აცხადებს, რომ ათენმა ჭკუა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, ხოლო სიფსასის თქმით ახლა დედაქალაქის ყველაზე “ცხელი” წერტილი სწორედ აგიოს პანტელეიმონა გახდა.

“უდიდესი პრობლემაა ათენის ცენტრში და აუცილებლად მოხდება მასობრივი ტესტირება, ახლა ამაზე ბრძნულ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ.

ინფიცირებული მოხუცები გადაყვანილი არიან “ევანგელისმოს”, “სისმანოღლუს”, “ატიკონისა” და “ასკლიპიოს” საავადმყოფოებში,” აცხადებს სიფსასი.

onalem

ტესტ