fbpx
საზოგადოება

ათენი: 8 წლის ბავშვი დაიღუპა დაავადებით, რომელიც ფიქრობდნენ, რომ საბერძნეთში აღარ არსებობდა

დიფტერია არის დაავადება, რომელიც საბერძნეთში და ევროპის მასშტაბითაც კი, დიდი ხნის “მივიწყებული” იყო. ექიმები და დაავადებათა პრევენციის ცენტრის ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში დიფტერია აღარ არსებობდა და სწორედ ამიტომ, ათენში 8 წლის ბავშვის აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია.

ინფექციური დაავადება გართულების შემთხვევებში ძირითადად ფატალურად სრულდება, ხასიათდება  ნუშურების,  ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით.

საბერძნეთში აქტიურად ტარდება ვაქცინაცია, რომლის საშუალებითაც დიფტერია ქვეყანაში თითქმის “გაქრა” და როგორც ირკვევა, 8 წლის ბავშვს ვაქცინა მიღებული არ ჰქონდა. ზოგადად კი, აუცილებელია, რომ ჩატარდეს ადრეულ ასაკში.

ბავშვი ბოლო 24 საათის მანძილზე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ამალიზის შედეგებმა კი მის ორგანიზმში სწორედ ამ დაავადების არსებობა დაადასტურა.

onalem

ტესტ