fbpx
საზოგადოება

ამინდის გაუარესება საბერძნეთში და ახალი საფრთხეები – იხილეთ საგანგებო პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საბერძნეთში ხვალ და ზეგ წვიმიან დღეებს პროგნოზირებს. საუბარია ძირითადად ცენტრალურ საბერძნეთზე, ხოლო შემდეგ შაბათ-კვირას ამინდი ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთშიც შეიცვლება.

ირკვევა, რომ ძლიერი წვიმა და ქარი უკვე ფიქსირდება დღეიდან ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე, რაც მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება. საღამომდე ამინდი გაუარესდება ეპირუსის ტერიტორიაზეც, შემდეგ ფენომენი გავრცელდება დასავლეთ მაკედონიაში, თესალიაში და განსაკუთრებით მაკედონიის მთიან ნაწილში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ ტერიტორიებზე ნავარაუდევია სეტყვაც კი, რაც ნიშნავს, რომ ციკლონისგან უკვე დაზარალებულ რეგიონებს, ახალ პრობლემებთან გამკლავება შეიძლება მოუწიოთ.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს და კერძოდ, ათენს, აქ მოსალოდნელია მზიანი ამინდი და ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკისი აცხადებს, რომ ახალი საფრთხეები უამინდობას თან ახლდება იონიის კუნძულებზე, თრაკიში, აღმოსავლეთ მაკედონიაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში.

onalem

ტესტ